,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2025 წლის 21 ნოემბრის N30507/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშ)ე პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ -დან 18:00 სთ -მდე, შესვენება 13:14 საათამდე ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა . შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივით.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასურველია, სასწავლო ან სამეცნიერო სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
1. ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მხარდაჭერა;
2. ფაკულტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, პატენტების შექმნისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
3. აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარის შევსების ორგანიზება;
4. სადოქტორო სწავლების მართვადა მონიტორინგი;
5. დოქტორანტთა სემინარების და კოლოქვიუმების ორგანიზება;
6. დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული სხვადასხვა სახის სტიპენდიების, საგრანტო კონკურსებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ დოქტორანტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
8. დოქტორანტურის ბაზაზე მუშაობა; ახალ ბაზაში სასწავლო პროგრამების აგება და გამართვა; დოქტორანტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეყვანა და საგნებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
9. სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
10. დოქტორანტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ წერილების მომზადება და შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
11. სასწავლო პროცესის სწორი წარმართვისათვის რეგულარული თანამშრომლობა სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობებათ პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარერშე) პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარერშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრის თვისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა